16 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
სროლა „ქართული ოცნების“ ოფისის ეზოში - სისხლიანი გარჩევის მიზეზად მმართველ პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირება სახელდება

11 გასროლა მარნეულში „ქართული ოცნების“ ოფისის ეზოში და ხუთი დაშავებული. ამ დრომდე მმართველი პარტიის ორი წევრი კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ინციდენტის დროს ისინი პარტია „ქართული ოცნების“ ეზოში ისხდნენ, სადაც სუფრა იყო გაშლილი.

„ქართული ოცნების“ ოფისთან სისხლიანი გარჩევის შედეგად ორმა დაზარალებულმა საავადმყოფო დატოვა. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მარნეულში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზად ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებას ასახელებენ.

მოსახლეობა ყვება, რომ მარნეულში მმართველ პარტიაში 3 დაჯგუფება არსებობს, მათ შორის არის მარნეულის მერობის ყოფილი კანდიდატის, ამირან გიორგაძის, მერობის მოქმედი კანდიდატის, თემურ ამზოევისა და პარლამენტის წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ თამაზ ნავერიანის დაჯგუფება.

ოპოზიციის მერობის კანდიდატები მომხდართან დაკავშირებით სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები