19 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
მარნეულში მომხდარი თავდასხმა პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი გახდა

ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების" წევრებსა და მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმა პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი გახდა. „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა ხუციშვილმა მარნეულის ინციდენტში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით ბრალდება უარყო.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ კონკრეტულ დანაშაულზე საუბარი ნაადრევია იქამდე, ვიდრე მარნეულში „ქართული ოცნების“ დეპუტატსა და მის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმა გამოუძიებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წევრების დაჭრის ფაქტზე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.

ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ჯეიხუნ ჩონდაროვისა და მის ორ მხარდამჭერზე განხორცილებული თავდასხმის გამოძიებას ითხოვს „ევროპული საქართველოც.“

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მარნეულში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს.

ურთიერთბრალდებების ფონზე მთავრობის წევრები ვერსიებზე არ საუბრობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები