19 აპრილი 2024,   20:44
ვრცლად
"უპრეცედენტო ზეწოლით და გაყალბებით მიმდინარეობს არჩევნები თბილისის ყველა უბანზე," - მარიკა დათუკიშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, მარიკა დათუკიშვილი, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"უპრეცედენტო ზეწოლით და გაყალბებით მიმდინარეობს არჩევნები თბილისის ყველა უბანზე, გამონაკლისის გარეშე, "ქართული ოცნების" დამკვირვებლები უბანზე მოსული ყველა ამომრჩევლის სამაგიდო სიის ნომერს იწერენ," - ამბობს მარიკა დათუკიშვილი.

მარიკა დათუკიშვილი მიმართავს ცესკო-ს, რომ ეს არის დარღვევა, ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება და დარღვეულია პერსონალური მონაცემების დაცულობა.

"დროულად შეაჩერეთ ეს მარაზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაყალბების ფლაგმანი იქნებით," - ამბობს დათუკიშვილი. 

მაჟორიტარობის კანდიდატი ასევე რეაგირებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს," "სამოქალაქო რეფორმები ღია საზოგადოებისთვის," "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" და "სამართლიანი არჩევნებს." 

დღის ამბები