23 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
„ყველაზე დიდი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში 27.9%," - ცესკო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საგანგებო ბრიფინგი ტარდება.  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე სხვადასხვა რეგიონში არსებულ აქტივობებზე საუბრობს. 

„ყველაზე დიდი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში 27.9%, ყველაზე ნაკლები აქტივობა შიდა ქართლში 13.9%. რაც შეეხება თბილისს, თბილისში 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა არის 14.8%. აღნიშნული მონაცემი რომ შევადაროთ 2014 წლის არჩევნების აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით, მაშინ აქტივობამ შეადგინა 16.6%,“ - განმარტავს ანა მიქელაძე.

მიქელაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.

მიქელაძე აქვე ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც დუშეთის მე-13 უბანზე მომხდარ მცირე პროცედურულ ხარვეზებს უკაშირდება.

დღის ამბები