20 აპრილი 2024,   05:44
ვრცლად
"ჩვენ ყველა უბანზე გვყავს განაწილებული პოლიციელები, იმ დისტანციაზე, რასაც კანონი უშვებს," - გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ არჩევანი უკვე გააკეთა. გიორგი მღებრიშვილმა ხმა დიდუბეში მე-8 ოლქის 26-ე უბანზე მისცა. მინისტრი ხმის მისაცემად მამასთან ერთად მივიდა და საარჩევნო პროცესიც შეაფასა.

„ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული მაქსიმუმი იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული, მაღალი ევროპული, დასავლური სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს განაწილებული პოლიციელები, იმ დისტანციაზე, რასაც კანონი უშვებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს არანაირი კონფლიქტი და თავის იქნეს აცილებული ყველანაირი სამართალდარღვევა. ამ წუთამდე, პოლიციის ჩარევა არსად საჭირო არ გამხდარა, და იმედს ვიტოვებ, რომ ისე ჩაივლის ეს არჩევნები, რომ პოლიციის ჩარევა არც ერთ უბანზე საჭირო არ გახდება,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალციხეში მაჟორითარ კანდიდატზე ფიზიკურ ზეწოლა მოხდა.

დღის ამბები