23 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
ენმ-ის ინფორმაციით, ზუგდიდში საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს წევრებიც არიან ჩართულები

სამეგრელოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დარღვევები უკვე დაფიქსირდა. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ამომრჩეველს თანხას უშუალოდ საარჩევნო უბანზე აძლევენ. ანი წითლიძის თქმით, საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს წევრებიც არიან ჩართულები, რომლებიც ამომრჩეველს ენმ-სთვის ხმის მიცემას უკრძალავენ.

„ე.წ. მაყურებლის და ძველი ბიჭის, ვინმე გუგუჩიას ძმა, რობერტ გუგუჩია საარჩევნო უბნებზე ხვდება ჩვენს ამომრჩევლებს, გაყავს ისინი, გამოყავს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან ენმ-ის და მათ ეუბნებათ, რომ კახათში არ უნდა გაიმარჯოს ე.წ. არაქურდულმა პარტიამ,“ - განაცხადა ანი წითლიძემ.

ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის პირველი ნორმრის, მამუკა წოწერიას თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

 

დღის ამბები