25 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
"მარნეულში სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს"- დავით ბაქრაძე

"მარნეულში სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს,"- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციის წევრმა არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა. მან მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა.

დავით ბაქრაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისებს მარნეულში დამკვირვებლების გაგზავნა სთხოვა.

"დილიდან მარნეული არის დაძაბულობის კერა. ხდებოდა "ქართული ოცნების" მხარდაჭერების მობილიზება უბნების გარეთ, ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხარდაჭერებს შორის. მარნეულში სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს. ეს ყველაფერი გვაგონებს კარგად ნაცნობ სქემას, როცა 2016 წელს მარნეულში გამარჯვებულ აჰმედ იმამყულიევს ძალადობით დამსახურებული გამარჯვება მოპარეს. ყველა წინასაწარი მონაცემით, აჰმედ იმამყულიევი იმარჯვებს მარნეულში. ხელისუფლებას მარნეულში კვლავ განზრახული აქვს არეულობა, დაძაბულობა და ამ გზით ხალხისთვის არჩევანის წართმევა,“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები