16 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
მედიაცენტრში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების მონაცემების მოგროვებაზე საუბრობენ

ამ წუთებში მედიაცენტრში განცხადებას აკეთებს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა. ჩაჩავას განცხადებით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირდა ფაქტი, რომ საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა სიებიდან მოქალაქეების მონაცემების მოგროვება ხდება. 

„საარჩევნო სია არის ორი ხასიათის. ეს გახლავთ სამაგიდო სია და საჯარო სია, რომელიც გამოკრულია საარჩევნო უბნებზე. ის სია, რომელიც გამოკრულია საარჩევნო უბნებზე, არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ შეიძლება იქნას გასაჯაროებული, მაგრამ სამაგიდო ვერსია, სადაც ფიქსირდება ამომრჩევლის პირადი მონაცემები და გარდა ამისა, შესაძლებელია ამომრჩევლის იდენტიფიცირება.

"სწორედ ამ საკითხში ვხედავთ პრობლემას, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ხდება ამ მონაცემების მოგროვება. ეს ჩვენი აზრით, უნდა შეფასდეს უფრო სერიოზულად, ვიდრე ამას ცესკომ მისცა შეფასება. რომ ინფორმაცია არის საჯარო,“ - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

ჩაჩავა მანკიერ პრაქტიკებზე საუბრობს და აცხადებს ამომრჩეველზე, მნიშვნელოვანია, რომ არანაირი სახის ზეწოლა არ უნდა მოხდეს. ჩაჩავა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს.

დღის ამბები