„ქართულ ოცნებას" სერიოზული პრობლემები აქვს, ხმების მობილიზების,“ - ეს განცხადება საარჩევნო ბლოკ ”ერთობა ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
საათში ერთხელ რეგულარულად იმართება ბრიფინგები არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერთა საბჭოშიც. ცოტა ხნის წინ განცხადებები გააკეთეს გიორგი ვაშაძემ და კახა კუკავამ. ლიდერთა საბჭოში იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომლებიც მათი აქტივისტების მხრიდან არის დაფიქსირებული.
ვაშაძემ წარმოადგინა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია ის, თუ რა ხდება თბილისში, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე.
„პირდაპირ თავზე ადგანან კომისიის წევრებს, ეს კანონდარღვევაა. თავზე ადგას კომისიის წევრს, პასპორტებს უმოწმებენ ადამიანებს, ვინ მოვიდა და პირდაპირი ჩარევა ხდება საარჩევნო პროცედურაში. ეს არის დარღვევა. არ აქვს უფლება დამკვირვებლებს და წარმომადგენელს, ასე მიუვარდეს და მივიდეს მაგიდასთან. ეს არ ხდება მხოლოდ ერთ უბანზე, ეს არის მასიური, სისტემური ხასიათის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კახა კუკავას განცხადებით, დარღვევები ხდება როგორც საარჩევნო უბანზე, ისე მის გარეთ.
„უბნის გარეთ, თბილისის ნებისმიერ საარჩევნო უბანზე არის მობილიზებული, როგორც მიჩვეული ვართ შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში, ისევ ისე ერთის მხრივ, კოორდინარტორი ქალები, რომლებსაც მოტანილი აქვთ თავიანთი რვეულები და სადაც ყველა სოციალურად დაუცველია ჩანიშნული," - ამბობს კახა კუკავა.