19 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების აგიტატორების მობილიზება - ალეკო ცქიტიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი მონიტორინგის შედეგებზე საუბრობს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება და სხავდახა რეგიონში არსებულ მდგომარეობას ეხება.

ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ხაზგასმით არის შესაძლებელი იმის თქმა, რომ უშუალოდ საარჩევნო უბნებში არჩევნების პროცესი მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, რაც მისი თქმით, არ ითქმის უბნების მიმდებარედ არსებულ მდგომარეობაზე.

„შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების, ასევე მხარდამჭერების მობილიზება და ამ დროს ისინი აღწერენ ამომრჩეველთა მისვლას საარჩევნო უბნებზე, ესაუბრებიან მათ და ზოგჯერ ამ საუბარს აქვს აგიტაციის სახე,“ - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

ცქიტიშვილის თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ და ირიბად, გავლენას ახდენს ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე. ცქიტიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის გარდა, აგიტატორები და კოორდინატორები ოპოზიციურ პარტიებსაც ჰყავთ.

 

დღის ამბები