24 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
მოპარული ბიულეტინები და ამომრჩევლისთვის ხელის შეშლა - ფოთში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

ფოთში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ. „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ მერობის კანდიდატის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიიდან გუშინ ღამით 100 ბიულეტენი მოიპარეს.

ოთარ ხარჩილავას თქმით, უბანზე მისულ მხარდამჭერებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ. დარღვევებზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელიც.

ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია აცხადებს, რომ დაკლებული ბიულეტინები ნახეს საწყობში და დალუქული სახით გადააგზავნეს უბანზე.

საარჩევნო უბნებთან, ასევე, მობილიზებული იყვნენ მიკროავტობუსებიც და ისინი არჩევნებზე მოსულ მოსახლეობას აღრიცხავდნენ.

დღის ამბები