20 აპრილი 2024,   05:05
ვრცლად
ე.წ. კარუსელის პრინციპი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველმა ხმა რამდენჯერმე მისცა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში 20-ე და 22-ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. უბანზე შესვლას და ხმის მიცემას სამი მარკირება გავლილი ადამიანი ცდილობდა. თუმცა, ხმის კიდევ დაფიქსირების საშუალება „ენმ“-ის დამკვირვებელმა არ მისცა.

ამავე უბანზე რამდენიმე ადამიანმა ე.წ. კარუსელის პრინციპი განახორციელა და ხმა რამდენჯერმე დააფიქსირა.

ამ ფაქტს „ენმ“-სა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციური პარტია მმართველ გუნდს საარჩევნო სიაში მკვდარი სულების ყოლის გამო აკრიტიკებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ამომრჩეველს საკუთარ გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა და შესაბამისად, მან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვერ შეძლო.

დარღვევები ფიქსირდება თელავის მუნიციპალიტეტშიც, სადაც საარჩევნო უბნების ღობეების გარეთ მყოფი ადამიანები ახორციელებენ ამომრჩეველთა აღრიცხვას. თუმცა, ცესკო-ს კახეთის რეგიონში საჩივრები შესული ჯერჯერობით არ არის.

დღის ამბები