18 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
სავარაუდოდ მოპარული საარჩევნო ბიულეტენები - ხმაური ისნის მე-8 ოლქის 2 უბანზე

ისნის მე-8 ოლქის 2 უბანზე, სადაც საარჩევნო კომისიის ოპოზიციურმა წევრებმა სავარაუდო კარუსელის ფაქტი გამოავლინეს, ხმაური იყო. მათ ვიდეო მტკიცებულებებიც გაავრცელეს, სადაც ჩანს, სავარაუდოდ მოპარული საარჩევნო ბიულეტენები.

ბიულეტენები ხელმოწერილია კომისიის თავმჯდომარის მიერ და მასზე დასმულია შესაბამისი ბეჭედი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიულეტენების მოპარვა უკანონოა და მისი მიზანი სწორედ საარჩევნო ე.წ. კარუსელის დატრიალებაა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ადგილობრივი საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

ისნის საოლქო კომისიის წარმომადგენელი ზაალ ზაალიშვილი ე.წ. კარუსელის დატრიალებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას უარყოფს. თუმცა, ზაალიშვილი ამბობს, რომ ამ ვითარებას გამოიკვლევენ.

დღის ამბები