„საარჩევნო პროცესი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს,“ - ასე აფასებს თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საარჩევნო პროცესს. ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებიდან მათი დამკვირვებელი გამოაძევეს.
ალეკო ელისაშვილი ასევე ე.წ. კარუსელზე საუბრობს.
„რამდენიმე უბანზე არის ზეწოლა დამკვირვებლებზე. ხუთ საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ კარუსელი. შესაბამისი საჩივრები დაწერილი გვაქვს და გადაგზავნილია... პირდაპირ ხორციელდება ზეწოლა ამომრჩეველზე, კომისიის წევრები პირდაპირ უბნიდან რეკავენ ამომრჩევლებთან და აიძულებენ, რომ მივიდნენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისა და ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი აცხადებს, რომ საბურთალოზეც დაფიქსირდა არა ერთი დარღვევა. ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი აღნიშნავს, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის შემთხვევები.