ცესკოს ქოლცენტრი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. წელს პირველად, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ვიდეოზარის საშუალებით, ჟესტების ენაზეც შეუძლიათ.
ის ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დარეკონ და ხმოვანი ინფორმაცია მიიღონ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში დღეს დილიდან რეკავენ და ცდილობენ, რომ მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია. საქართველოს მოქალაქეები ამოწმებენ, არიან თუ არა სიაში და შეუძლიათ თუ არა მათ, მივიდნენ საარჩევნო უბანზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა.
როგორც ცნობილია, ცესკოს ქოლცენტრში რეკავენ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოქმედი სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.