„უპრეცენდენტოა სოციალურად დაუცველების მიმართ ზეწოლის განხორციელება,“ - ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საარჩევნო დარღვევებს. ლიდერთა საბჭოს წევრებმა საარჩევნო პროცესი შეაჯამეს და აღნიშნეს, რომ არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.
„ეს არის ხელისუფლება, რომელიც კადრულობს, რომ ადამიანებს, რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან, შიშით მიაცემინონ ხმა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ოპოზიური პარტიის ლიდერის თქმით, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა მასობრივი მოსყიდვების ფაქტები.
ნინო ბურჯანაძე ISFED-ს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია დარღვევებს არ აფიქსირებს.