20 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
თამარ ჟვანია აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება „ოცნების“ ცენტრალურ შტაბთან - გიორგი გუგავა

„თამარ ჟვანიას ჰპირდებიან, თუ მათთვის სასურველ გაყალბებულ შედეგს დააყენებს, 10 მილიონი გადაურიცხონ ოფშორულ ზონაში,“ - ეს განცხადება „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ ლიდერთა საბჭოს მიერ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გუგავას თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია მმართველ გუნდთან კოორდინაციაში იმყოფება.

„ცნობილი გამყალბებელი ქალბატონი, თამარ ჟვანია მთელ წინასაარჩევნო პროცესში და დღესაც აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება „ოცნების“ ცენტრალურ შტაბთან, იღებს მათგან სპეციალურ ინსტრუქციებს, ამუშავებენ ერთად გაყალბების სქემებს.

გუგავა მმართველი გუნდის კოორდინატორების ქმედებებსაც აკრიტიკებს.

„ოცნების“ ე.წ. კოორდინატორები ფაროსანებივით არიან შესეული საარჩევნო კომისიებს და ცდილობენ არჩევნების შედეგების გაყალბებას,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები