19 აპრილი 2024,   16:46
ვრცლად
"უნდა დაუწერონ ბოკერიას და მის პარტიას ის პროცენტი, რომელსაც არ იმსახურებს"- "პატრიოტთა ალიანსი"

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არჩევნების ხელისუფლების სასარგებლოდ შესაძლო გაყალბებას არ გამორიცხავენ.

პარტიის წევრები ცესკოს ხმების კანონიერად დათვლისკენ მოუწოდებენ.

„გვაქვს უტყუარი, დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ მზადდება გაყალბება. უნდა დაუწერონ ბოკერიას და მის პარტიას ის პროცენტი, რომელსაც ის არ იმსახურებს,“ - განაცხადა ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” რეგიონული სამსახურის უფროსმა, კახაბერ ღირსიაშვილმა. 

დღის ამბები