25 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი თბილისსა და რეგიონებში - არჩილ თალაკვაძე

„ჩვენთვის გამარჯვება ნიშნავს მომენტს, როდესაც არჩვენების შესახებ მონაცემები გახდება ცნობილი,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა არჩილ თალაკვაძემ ამომრჩეველს არჩევნების დასრულებამდე დარჩენილი ბოლო ერთი საათის განმავლობაში გააქტიურებისკენ მოუწოდა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მის შტაბს უკვე აქვს მონაცემები, სავარაუდოდ, რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი მმართველ გუნდს თბილისსა და რეგიონებში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი თბილისსა და რეგიონებში, თუმცა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საბოლოო შედეგები ჩვენთვის არის მაჩვენებელი, რომელსაც ცესკო გამოაქვეყნებს. მხოლოდ ეს არის ერთადერთი უტყუარი დასტური, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი საზოგადოებამ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები