25 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო უბნებზე

თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურმა ლიდერებმა საარჩევნო უბნებზე მისვლა დილიდან დაიწყეს. არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა საარჩევნო პროცესში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა. მათმა უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი, საარჩევნო შტაბებში მისვლამდე გააკეთა.

ერთ-ერთი პირველი საარჩევნო უბანზე ქვეყნის პრეზიდენტი მივიდა. გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. 

შვილსა და მეუღლესთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე საქართველოს პრემიერმინისტრი. მთავრობის მეთაურმა ხმა უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის სასარგებლოდ მისცა.

თბილისის ყოფილმა მერმა და ახლა უკვე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გააკეთა.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან პირველმა არჩევანი დღეს ნიკა მელიამ გააკეთა.

საკრებულოს თავმჯდომარეობის სახელისუფლებო კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ არჩევანი ქვეყნის და მომავალი თაობის სასარგებლოდ გააკეთა.

ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა არჩევანის გასაკეთებლად პარლამენტის თავმჯდომარე.

დილიდან განსაკუთრებული აქტიურობისა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა მოქალაქეებს "ლეიბორისტების" ლიდერმა.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დარღვევებზე ილაპარაკა.

საკუთარი არჩევანი გააკეთა დღეს ყოფილმა პრემიერმინისტრმაც. ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა.

სამოქალაქო პოზიცია გამოხატა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები