24 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
კარუსელის სავარუდო შემთხვევა და საჩივრის ფურცლის დახევა ბოლნისში

საარჩევნო კარუსელის სავარუდო შემთხვევა ბოლნისში - „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფელ ძველ ქვეშეთში ერთი პიროვნება მე-20 საარჩევნო უბანზე ორჯერ ცდილობდა ხმის მიცემას. ოპოზიციის წევრების განცხადებით, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მოქალაქეს ხმა უკვე მიცემული ჰქონდა, სხვისი სახელითა და გვარით გადაწყვიტა დაეფიქსირებინა არჩევანი.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრებმა შემთხვევა დააფიქსირეს და საჩივარი დაწერეს, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი არ მიღო და დახია, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

შემთხვევის შემდეგ ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ჩავიდნენ, რათა გაერკვიათ, რატომ დახიეს საჩივარი, თუმცა ფაქტი კომისიის თავმჯდომარემ ეს ფაქტი უარყო.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები