23 აპრილი 2024,   14:49
ვრცლად
არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები - „სამართლიანმა არჩევნებმა“ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ მედია ცენტრში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილია საუბნო კომისიებში 76 საჩივარი, საოლქო კომისიებში - 88, ჩანაწერთა წიგნში 57 შენიშვნა დაფიქსირდა.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები.

„ყველაზე პრობლემური იყო მარნეულის საარჩევნო ოლქი. მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები შედარებით მასშტაბურად დააფიქსირეს მარნეულის საარჩევნო ოლქის 10 საარჩევნო უბანზე. ხარვეზები დაფიქსირდა რუსთავშიც. კენჭისყრის დღეს ერთ-ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლების მონაცემების ჩანიშვნის ფაქტები. ასეთი ფაქტები ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 16,8%-ზე დაფიქსირდა. ამ სახის ტენდენცია ყველაზე მეტად თბილისში გამოიკვეთა. დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის ფაქტები დაფიქსირდა 7 საარჩევნო უბანზე, მარკირების დარღვევის შემთხვევები 15 უბანზე,“ - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები