23 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
დამკვირვებლები საბურთალოს რაიონის ნომერ მე-13 და 79-ე საარჩვენო უბნებზე შესაძლო დარღვევებზე საუბრობენ

დამკვირვებლები საბურთალოს რაიონის ნომერ მე-13 და 79-ე საარჩვენო უბნებზე შესაძლო დარღვევებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელი, რუსუდან პაპიაშვილი აცხადებს, რომ მე-13 უბნის დახურვის შემდეგ, უბანზე უცნობი პირი შევიდა.

მას შემდეგ კი, რაც მან მომხდარი გააპროტესტა და საჩივარი დაწერა, უბნის კომისიის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი უბნიდან გამოაძევა.

რაც შეეხება 79-ე უბანს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ უბანი დატოვა და პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრებოდა.

მათი თქმით, ადგილზე მერიის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

დღის ამბები