19 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
კანდიდატს უკან წაართვეს დეპუტატობა, ფაქტიურად ჯიბიდან ამოაცალეს - ხმაური კასპის რაიონის სოფელ სამთავისში

ხმაური იყო რამდენიმე საათის წინ კასპის რაიონის სოფელ სამთავისში არსებულ 28-ე უბანზე. "დიმიტრი ლორთქიფანიძე-კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატის მხარდამჭერები, უბნის მიერ ბიულეტენების დათვლის პროცესს აპროტესტებდნენ.

თავდაპირველად, უბანზე მონაცემების დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა მალხაზ ჯამბარაშვილმა სამი ხმით გაიმარჯვა. წარმატება მას კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ მიულოცა კიდეც, თუმცა რამდენიმე ბიულეტენის გაუქმებისა და რამდენჯერმე გადათვლის შემდეგ დადგინდა, რომ გამარჯვებული ერთი ხმით მმართველი პარტიის კანდიდატი იყო.

გარდა ამისა, პროპორციული ბიულეტენების დათვლის დროს „ლორთქიფანიძე-კახა კუკავა-დემოკრატიულ მოძრაობას,“ ისევე როგორც „ლეიბორისტებს“ 0 ხმა აღმოაჩნდათ - რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები აბსურდად თვლიან.

"მილოცვილ კანდიდატს უკან წაართვეს დეპუტატობა, ფაქტიურად ჯიბიდან ამოაცალეს. ფაქტი ნახეთ, აშკარად შემოხაზუალია მალხაზ ჯაბანაშვილი და შემდეგ ბათილად ცნეს ეს ბიულეტენი,"- აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ეწრთ-ერთი წარმომადგენელი.

უბანთან მობილიზებული იყო პოლიცია.

„ალბათ, სავარაუდოდ, რამდენიმე ამომრჩეველმა ბიულეტენი გაიტანა უბნიდან, იმიტომ რომ ბალანსი დაჯდა, რამდენიმე ბიულეტენის ნაკლებობით. სხვა ყველაფერი წესრიგშია, არანაირი კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია,“ - განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თეონა ონიანმა.

დღის ამბები