25 აპრილი 2024,   08:30
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები - არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს წარადგენენ

არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე საათში აპირებენ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის წარმოდგენას. ყურადღება გამახვილდება იმ ძირითად ტენდენციებზე, რაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა არჩევნების ყველა ეტაპზე დაფიქსირეს.

„ჩვენი შემაჯამებელი განცხადება, არჩვენების დღეს მთლიანად შეაფასებს და განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს ხმის დათვლის და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესზე,“ - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  ხმის დათვლის პროცედურას დააკვირდება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. ეკა გიგაურის თქმით, ორგანიზაცია, არჩევნებთან დაკავშირებით, საბოლოო ანგარიშში ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად და კანონმდებლობის შესაბამისად, ჩატარდა არჩევნები და რა დარღვევები გამოვლინდა.

 

დღის ამბები