16 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
წინასწარი მონაცემებით ბათუმის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი ლაშა კომახიძე ხდება

წინასწარი მონაცემებით აჭარის ყველა ქალაქში გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატია. შესაბამისად ბათუმის მერი წინასწარი მონაცემებით ლაშა კომახიძე ხდება - მან
ამომრჩევლის 55 პროცენტი მიიღო.

ასევე ამ დროის მონაცემებით ბათუმის საკრებულო  4 პარტიისგან დაკომპლექტდება, წინასწარი მონაცემებით 19 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა მმართველ გუნდს ეყოლება. 4 - "ნაციონალური მოძრაობის" და თითო-თითო წევრი პარტია "ევროპულ საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსს."

რაც შეხება დარღვევებს, დაწერილია სულ 14 საჩივარი.

"ბათუმში უკვე გვყავს პირველ ტურში არჩეული მერი ლაშა კომახიძე.  ამ დროისათვის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიას მოტანილი აქვს შემაჯამებელი ოქმი და გვაქვს ზუსტი შედეგები. პროპორციულს რაც შეეხება "ქართული ოცნება" - 54 %, "ნაციონალური მოძრაობა" - 25%, "თარხან მოურავი ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსი" - 7%, "ბაქრაძე უგულავა" - 7%,“- განაცხადა ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ.

უფრო დეტალურად კი ბათუმის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება: 

ლაშა კომახიძე- 55,67%, ლევან ანთიძე- 24,19%, პეტრე ზამბახიძე- 6,43%, თენგიზ თავდგირიძე 6,16%, ჯელელ ქიქავა -3,24% სხვა კანდიდატების პროცენტული მაჩვენებელი კი 1 %-ს ვერ აღწევს.

პროპორციული სიის შედეგები კი ასეთია: "ქართული ოცნება" - 54% , "ნაციონალური მოძრაობა"-25%, "პატრიოტთა ალიანსი" - 7 %, "ევროპული საქართველო" - 7%, "ლეიბორისტული პარტია"- 3 %, "დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა თავისუფალი საქართველო" - 2%, "რესპუბლიკური პარტია" -1%.

 

დღის ამბები