გურიის არცერთი საარჩევნო ოლქის საბოლოო მაჩვენებელი ცნობილი არ არის, თუმცა მერების შემთხვევაში ჩოხატაურში 38 საარჩევნო უბნიდან 24-ია დათვლილი და ამ დროისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი კუჭავა ლიდერობს, მეორე ადგილზე კი შენების მოძრაობის კანდიდატი გავიდა.
რაც შეეხება ოზურგეთს, აქ ვითარება განსხვავებულია რადგან 46 უბნის მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს აქვს 44%, 40% კი კოტე შარაშენიძეს, რომელიც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. შესაბამისად ამ დროის მონაცემებით ოზურგეთში მეორე ტურს ელოდებიან, თუმცა საბოლოო შედეგამდე კიდევ 18 უბნის შედეგებია საჭირო.