16 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში - თამარ ჟვანია

ცესკო-ში თბილისის საარჩევნო ოლქებიდან შესული ბიულეტენების დათვლის პროცესი დასრულებულია. ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით ცესკო-ში ბრიფინგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამართა. 

“21 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა 64 საკრებულოს 2 258 წევრის და 64 მერის ასარჩევად. ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით 45.65 % შეადგინა, რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 ათას 612 ქალმა და 780 ათას 911-მა კაცმა.  ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესებმა, გარდა ცალკეული პროცედურული დარღვევებისა, რაზეც ცხადია საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი, ყველაზე მეტი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები