25 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
„კახა კალაძე იყო ამ არჩევნების მთავრი გმირი და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა" - ირაკლი კობახიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნების შეჯამებისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი აქტივობა დაფიქსირდა და მან ამისთვის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები შედგება  მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში. საკრებულოებშიც "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება და შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი თითოეულ მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა. მან ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩეულ ახალ კანდიდატებს წარმატება უსურვა.

„კახა კალაძე იყო ამ არჩევნების მთავრი გმირი და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პირველი ტურში ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში,“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა, თუმცა ამბობს, რომ ხარვეზები ყველა არჩევნებს ახლავს.

„მთავარია, რომ არ დაფიქსირებულა არც ერთი ისეთი დარღვევა ამ არჩევნებში, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, ძალიან თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ ჩვენ, რომ არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა,“ - აცხადებს კობახიძე.

კობახიძის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით,  ქუთაისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბორჯომში, ხაშურსა და ყაზბეგში, მეორე ტურის ჩატარებაა მოსალოდნელი.

დღის ამბები