18 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისში მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება

წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისი იქნება ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური გახდება გარდაუვალი. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში მიმდინარეობს დარჩენილი უბნების ხმების დათვლისა და ოქმების კომპიუტერში შეტანის პროცესი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე 124 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 119 უბნის მონაცემები. მონაცემების წინასწარი შედეგები კი ქუთაისში ასეთია:

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 48,56%;

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 27,05%.

თუკი აღნიშნული მონაცემები, საბოლოოდ არ შეიცვლება, ქუთაისში მეორე ტური დაინიშნება. საბოლოო შედეგები კი სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 10-ვე მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს „ქართული ოცნება.“ გარდა ამისა, მმართველი პარტია ლიდერობს პროპორციულ სიებშიც.

დღის ამბები