19 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია მეორე ტურს გამორიცხავს

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის ყველა ბიულეტენი დათვლილია. ხმების 70% „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თემურ აბაზოვმა მიიღო. მეორე ადგილზე კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი გავიდა. მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ცნობილია, რომ არც ერთი უბნის შედეგები არ გაბათილდება. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით საჩივრების რაოდენობა 32 შეადგენს და კომისია მათ განხილვას ხვალიდან დაიწყებს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიიღო ხმების 70%, შესაბამისად მეორე ტური გამორიცხულია მარნეულის რაიონში,“-განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ.

​ 

დღის ამბები