20 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
ეს გაყალბება არ არის, ეს არის თავხედობა - თამაზ მეჭიაური

არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობაზე საუბრობს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური.

მეჭიაურის მტკიცებით, საარჩევნო უბნებზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, ასევე მიტანილი ჰქონდათ უბნებზე ცარიელი ბიულეტენები.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეჭიაური თიანეთში არჩევნებს პირველივე ტურით იგებს და მას 50%ზე მეტი ამომრჩეველი ემხრობა. თუმცა, კანდიდატი ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს გაყალბება და საკუთარი კანდიდატისთვის გამარჯვების დაწერა აქვს განზრახული.   

“ეს გაყალბება არ არის, ეს არის თავხედობა. თავხედობა ჩადენილი ქუცნაშვილის მიერ, რომელსაც ზურგს უმაგრებს რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ის მხოლოდ თავისი ინიციატივით ვერ მოახერხებდა სპეცრაზმის, საკმაოდ წარმომადგენლობითის, ჩამოყვანას. ძირითადად მაინც იყო ორიენტირებული მეოცე უბანზე, რომლის გაყალბებასაც ცდილობდნენ და რამდენიმეჯერ გადათვალეს და, როცა ხედავდნენ, რომ წაგებული ჰქონდათ, არ ამთავრებდნენ ამას, საბაბს ეძებდნენ გაყალბების,“ - განაცხადა მეჭიაურმა.

”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, მინდია შეთეკაურის, თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში არ მიიღეს არანაირი დოკუმენტი.  

გუშინ ჩვენ ვიხილეთ, როგორ გადაწერეს ოქმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ისე, რომ ოთახში ჩაკეტილ საარჩევნო კომისიას არ ჰყავდა არც ოპოზიცური წევრები, არ შეუშვა პოლიციის კორდონმა, გადაკეტილი იყო მთლიანი საოლქო საარჩევნო კომისიის შესასვლელი ეზო. ფიზიკურად არ მიიღეს არანაირი დოკუმენტი და გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ შევცდით 12 და 13 კაცის მიერ 3-ჯერ და 5-ჯერ გადათვლილი ბიულეტენებით. თურმე, არასწორად დაგვითვლია და ამ კომისიის სამმა წევრმა დაინახა ის, რაც 12 წევრმა ვერ დაინახა,“ - აღნიშნა მინდია შეთეკაურმა.

დღის ამბები