18 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
ცესკოს ინფორმაციით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია

ცესკოს ინფორმაციით, თითქმის ყველა უბნის მონაცემები უკვე დათვლილია. ამ დროისთვის 737 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 3-ის შედეგები არ არის ცნობილი.  

წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. «ქართული ოცნების“ კანდიდატს ამომრჩეველთა ხმების 51,13 % აქვს. 17.49 % აქვს დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, ამომრჩეველთა ხმების 16.53 % მიიღო, ელენე ხოშტარია - თითქმის 7.12%.  ირმა ინაშვილი - 3.2 %, გიორგი ვაშაძე - 1.95%, კახა კუკავა - 1.26% და გიორგი გუგავა 0,96 %.

თბილისში პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 53% დააგროვა. წინასწარი შედეგების თანახმად, პროპორციულ არჩევნებში მეორე ადგილს იკავებს „ნაციონალური მოძრაობა“ 17%-ით, მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ - 9%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 5 %, „ლეიბორისტული პარტია“ - თითქმის 4%, „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ - 3.35%, „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ - 3.14%.

რაც შეეხება, თბილისის გარდა, სხვა თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებს, შედეგები ასეთია: რუსთავში, ფოთსა და ბათუმში, ამჟამად არსებული მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატებმა 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს და სავარაუდოდ, აქ მეორე ტური ისევე, როგორც თბილისში საჭირო აღარ გახდება.

რაც შეეხება ქუთაისს, ირაკლი ჭიღვარიას ამ დროისთვის ამომრჩევლის, თითქმის, 48%-იანი მხარდაჭერა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ეს მაჩვენებელი შენარჩუნდა, ქუთაისელებს არჩევნებზე მისვლა კიდევ ერთხელ მოუწევთ - ჩაინიშნება მეორე ტური. "ქართული ოცნების" კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ 27% მიიღო.
 

დღის ამბები