19 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
არასამართლიანი გარემო, ტოტალური დარღვევები - ლიდერთა საბჭო არჩევნების წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს

ლიდერთა საბჭოს წევრები არჩევნების წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, უთანასწრო პირობებზე საუბრობს.

„ჩვენ, საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივ  თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტული გარემო, რაც უხეშად არღვევს, ელემენტარულად, სამართლიანი არჩევნების პრინციპის. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნების შედეგები წინასწარ დაიგეგმა ხელისუფლების მხრიდან,“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ბურჯანაძის თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში, საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუარესდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მივიდა იმ ნიშნულზე, რომლის მიღმა, ხელისუფლების გადაცემა შეუძლებელი ხდება არჩევნების გზით. ეს არის ყველაზე სახიფათო ტენდენცია, რაც კი შეიძლება იყოს ქვეყანაში,“ - ამბობს ბურჯანაძე.

ბურჯანაძის თქმით, „21 ოქტომბრის არჩევნები არასამართლიან გარემოში, ტოტალური დარღვევების და მანიპულირებს ფონზე ჩატარდა“. 

„არ ვცნობთ და არალეგიტიმურად ვაცხადებთ არჩევნების შედეგებს,“ - ამბობს ბურჯანაძე.

ბურჯანაძე სხვადასხვა უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს.

განცხადება ბრიფინგზე გააკეთა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომლის თქმითაც, "არჩევნები სრულად არის გაყალბებული".

„ივანიშვილის რეჟიმმა არ იკმარა პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, კონსტიტუციის მითვისება, უზურპაცია, ოკუპაცია და დღეს მთლიანად გაუკეთა ანექსია ადგილობრივ თვითმმართველობის სისტემას. წინ გველოდება ძალიან დიდი ბრძოლა. ბანკირ ოლიგარქთა რეჟიმი არასდროს ნებაყოფლობით უარს არ იტყვის იმ ტკბილ ძალაუფლებაზე,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები