19 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ - დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი "ლიდერთა საბჭოს" პოზიციას არჩევნების არალეგიტიმურად ცნობასთან დაკავშირებით იზიარებს.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, გაიმარჯვა ფულმა და ძალაუფლებამ და დამარცხდა თავისუფლება.

მისივე თქმით, არჩევნები არასამართლიან გარემოში მიმდინარეობდა.

"დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ. დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა. ჩვენ ვაღიარებთ და ვუერთდებით ოპოზიციურ ლიდერთა საბჭოს  შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა, შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული ხედვებიც, დასკვნებიც მომავალი პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით ნაცადი გზა საპროტესტო აქციების არ მოიტანს საჭირო ცვლილებებს. 

„შენების მოძრაობას აქვს ამბიცია, რომ მომავალი სამი წლის  განმავლობაში გაკვალოს ეს გაუკვალავი გზა, საარჩევნო გზა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა იმ გზებით და იმ ფორმებით, რომელიც ეფექტურად შეეწინააღმდეგება იმ პრობლემებს, რომელიც ამ შეფასებებშია მოცემული,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები