25 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
მეორე ტურში თუ შევალთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ - „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი

ბოლო მონაცემებით, ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატს ხმების 49% აქვს მოგროვილი, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს კი - 27%.

ცესკო-ს პირველადი მონაცემები ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატმა შეაჯამა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, მეორე ტურის შემთხვევაში აუცილებლად გაიმარჯვებს.

"ჯერ არ დადასტურებულა მეორე ტურში შევდივართ თუ არა, მაგრამ თუ შევალთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

10-ვე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გამარჯვეს, დამატებით 9 დეპუტატს კი საკრებულოში პარტია მაჟორიტარული სიით გაიყვანს. შესაბამისად, გუნდი საკრებულოში დომინანტის სტატუსს შეინარჩუნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები