25 აპრილი 2024,   02:09
ვრცლად
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ტეხასში გამართულ საქველმოქმედო კონცერტს გაუძღვნენ

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები სტიქიების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ. ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უფროსი და ჯიმი კარტერი ტეხასში გამართულ საქველმოქმედო კონცერტს გაუძღვნენ.

შოუს 11 ათასი ადამიანი ესწრებოდა და მასში ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ, მათ შორის ლედი გაგა და ლი გრინვუდი.

საქველმოქმედო კამპანია ყოფილმა პრეზიდენტებმა აგვისტოში დაიწყეს, როდესაც ტეხასის შტატს ქარიშხალმა ჰარვიმ გადაუარა. მას შემდეგ ფონდმა 31 მილიონი დოლარი მოიზიდა.

გაწეული ძალისხმევისთვის თავის წინამორბედებს მადლობა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვით გადაუხადა, რომელიც ასევე კონცერტზე უჩვენეს. 

დღის ამბები