23 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა - არჩევნებზე გამოვლენილი ახალი ტენდენცია

საარჩევნო ადმინისტრაციის საჩივრების რეესტრის მიხედვით, ამ დროისთვის 540 საჩივარია დაწერილი. არჩევნების მეორე დღეს მესამე სექტორმა 2017 წლის არჩევნების მთავარ დარღვევად დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა დაასახელა.

არჩევნებზე წელს დამკვირვებლებს პირველად მიეცათ უფლება, რომ რეგისტრატორების უკან დამდგარიყვნენ და უშუალოდ გაეკონტროლებინათ, არჩევნებზე ვინ გამოცხადდა ან არ გამოცხადდა. პოსტსკრიპტუმის გადამღებმა ჯგუფმა თბილისის საარჩევნო უბნებზე ასეთი არაერთი დამკვირვებელი ნახა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის, განმარტებით, დამკვირვებლის მიერ უბანზე მისული ამომრჩევლის სიითი ნომრის ჩაწერა დაუშვებელია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის, ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.

სახალხო დამცველის თქმით კი, ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვება შესაძლოა, არღვევდეს საქართველოში არჩევნების ძირითად პრინციპსაც – ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე კონტროლის აკრძალვას.

ამავე თემაზე
დღის ამბები