20 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
მე მიმაჩნია, რომ კახი კალაძის მერობა პრობლემაა ამ ქალაქისთვის - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიას განცხადებით, არჩევნებზე იყო უამრავი დარღვევა და ძალადობის ფაქტები და ამ შემთხვევებმა დემოკრატიული პროცესი დააზიანა, „ქართულმა ოცნებამ“ კი შეინარჩუნა მმართველობა.

საარჩევნო დღეს ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ამომრჩევლის აღრიცხვას, რაც არასამართლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი იყო.

მისივე თქმით, პარტია გააპროტესტებს იმ დარღვევებს, რომელიც გამოიკვეთა არჩევნების დღეს.

მერობის კანდიდატის თქმით, ახლადშექმნილი პარტიისთვის ძალიან კარგი შედეგი აჩვენა „ევროპულმა საქართველომ“, თუმცა "ახლა მოდუნების დრო არ არის" და პარტია გეგმავს ამომრჩეველთან გაორმაგებული ძალებით მუშაობას.

„ასჯერ მეტი უნდა ვიმუშაოთ ამომრჩეველთან, რომ ხელისუფლებამ ამ მეთოდებით ვეღარ შეძლოს მმართველობის შენარჩუნება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება კახი კალაძესთან თანამშრომლობას, რომელიც თავად შესთავაზა დღეს ოპონენტებს, ელენე ხოშტარიას თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ თავად კალაძისგან ეს შეთავაზება რეალურია, თუმცა ასეც რომ იყოს, ის არ აპირებს ითანამშრომლოს კახა კალაძესთან.

„მე მიმაჩნია, რომ კახი კალაძის მერობა პრობლემაა ამ ქალაქისთვის,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრობის დროს მოატყუა მან ხალხი, როდესაც საუბრობდა ტარიფების გაიაფებაზე. 

დღის ამბები