25 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
საქართველოს 6 მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება

საქართველოს 6 მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება. ხმები უკვე დათვლილია, თუმცა ჯერ კიდევ განსახილველია საჩივრები. წინასწარი მონაცემებით, მერის ასარჩევად ხმას კიდევ ერთხელ ქუთაისი, ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი მისცემს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობა“ დაუპირისპირდება ქუთაისსა და მარტვილში. სხვაობა აქ 20-სა და 14 პროცენტს შეადგენს. დამოუკიდებელი კანდიდატები იბრძოლებენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ხაშურსა და ოზურგეთში, სადაც სხვაობა 2%-ზე ნაკლებია.

მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ერთად გავიდა ყაზბეგში „დემოკრატიული მოძრაობა“, ბორჯომში კი - „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც მმართველ პარტიას მხოლოდ 20 მეასედი პროცენტით ჩამორჩება.

დღის ამბები