20 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
ფოთში არჩევნების შედეგებს 4 ოპოზიციური პარტია აპროტესტებს

ფოთში არჩევნების შედეგებს 4 ოპოზიციური პარტია აპროტესტებს და 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებით აქცია გუშინ გვიან ღამით საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა. შეკრებილები 31-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ყუთში 100 ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებდნენ.

პარტიები 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ფაქტზე დაუყონებლივ რეაგირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში კი, საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. განცხადებები დარღვევებზე ფოთში პარტიებმა პრიველადი კენჭისყრის დღესვე გააკეთეს.

დღის ამბები