20 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
თიანეთში დამდგარ შედეგებს გააპროტესტებენ დღეს თამაზ მეჭიაური და მისი მხარდამჭერები

თიანეთში დამდგარ შედეგებს გააპროტესტებენ დღეს თამაზ მეჭიაური და მისი მხარდამჭერები. თიანეთის ოლქში შედეგებთან დაკავშირებით ცესკოში განმარტებები გაკეთდა. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თამაზ მეჭიაური ერთი ხმით იგებდა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე მოხდა ბათილი ბიულეტენების გადათვლა და 5 ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად.

ხუთივეში ამომრჩეველი ხმას მმართველი გუნდის კანდიდატს აძლევდა. შედეგად ლელა ქიტესაშვილმა 4 ხმით მოიგო.

„წინასწარი მონაცემებით, ბატონ თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ხმათა 49,97%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 50,3% და სწორედ მის ხმებში სხვაობა არის ის რამდენიმე ხმა, რაც აღდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც გადაითვალეს და ნახეს, ეს სადაო ბიულეტენები იქნა მიჩნეული ნამდვილ ბიულეტენებით,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები