19 აპრილი 2024,   21:03
ვრცლად
საქართველოს უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქეები პროკურატურას და შსს-ს მიმართავენ

საქართველოს უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქეები გამოძიების დაწყების თხოვნით დღეს პროკურატურას და შსს-ს მიმართავენ. დავით მაკიშვილის, მიხეილ აბზიანიძის და გიორგი რუბაშვილის ადვოკატი მიმართავს ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს უკრაინაში, უკრაინის წარმომადგენლობას თბილისში.

ბექა ბასილაიას განმარტებით, კიევის მხრიდან მათი დეპორტაცია უკანონოდ მოხდა, დაირღვა საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლბა.

"სრულიად არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობით მოხდა ამ ადამიანების დეპორტაცია საქართველოში. ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე," - აცხადებს ბექა ბასილაია. 

ისინი უკრაინიდან სპეცდანიშნულების რაზმმა თბილისში სპეციალური რეისით ჩამოიყვანა. ერთ-ერთმა მათგანმა პოლონეთის საზღვარი მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადალახა. ორი კი სააკაშვილის დაცვის წევრია.

დღის ამბები