ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ნენი-ტენის გასართობ ცენტრში აყვანილი მძევლების გათავისუფლება შეძლეს. სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დააკავა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში, 2 ადამიანის გასართობი ცენტრიდან გამოშვებაზე უარს ამბობდა.
პოლიციამ შენობისა და ქუჩების ბლოკირება მოახდინა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება მომხდარის მოტივებს სწავლობს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მომხდარს ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.