25 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ, სამართლიან გარემოში - ანრი ოხანაშვილი 

არჩევნები ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ, სამართლიან გარემოში - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებს დადებითი შეფასება მისცეს როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

დეპუტატის თქმით, არჩევნების პროცესში დარღვევებს, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ადგილი არ ჰქონია.

ამ წუთებში უწყებათაშორისი კომისია არჩევნების შემდეგ პირველ სხდომას მართავს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ პრობლემურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

„გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკვე გადავუგზავნეთ უწყებათაშორის კომისიას. ეს ეხებოდა წინასაარჩევნო დღეებში განსაკუთრებულად გააქტიურებულ პლაკატების ჩამოხევას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. ყველა არასამთავრობო, ეს იქნება ადგილობრივი თუ საერთაშორისო, აფიქსირებს იმას, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ, სამართლიან გარემოში. თუ იქნება საუბარი იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო ერთეულ დარღვევებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დარღვევებთან დაკავშირებით გვექნება მყისიერი რეაგირება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.

არჩევნების შემდეგ მიმდინარე უწყებათშორისი კომისიის პირველ სხდომას არ ესწრება ოპოზიცია. 

დღის ამბები