25 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე მსჯელობა განაახლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე მსჯელობა განაახლა. საქმის მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, ბრალად ედებათ 8 მლნ ლარამდე საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენება.  

„იმ დოკუმენტებით, რაც საქმეშია წარმოდგენილი, კიდევ უფრო მკაფიოდ დასტურდება, რომ სრულიად ლეგალური, კანონთან შესაბამისი ხარჯების გაწევას ჰქონდა ადგილი და ასევე ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას. იმიტომ, რომ ეს დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ამ ხარჯების გაწევა დაიწყო ოთარ ქველიძემ, დაასრულა ანზორ ჩუბინიძემ და ბრალდებულია თემურ ჯანაშია,“ - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.  

პროცესი ბრალდების მხარის მიერ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

დღის ამბები