24 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
„ენმ“ პოლიტსაბჭოზე მეორე ტურში მონაწილეობის საკითხზე მსჯელობს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და მეორე ტურში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს. პარტიის ლიდერები და პოლიტსაბჭოს წევრები, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების არგუმენტაციას მოისმენენ.

სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მიიღებენ თუ არა „ენმ“-ის მერობის კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.  

„ამიტომ ვკრებთ პოლიტსაბჭოს, რომ ყველას არგუმენტები მოვისმინოთ. ვინ არის მომხრე, ვინ არის წინააღმდეგი და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებმა 2 მუნიციპალურ ოლქში მოიპოვეს ბრძოლის გაგრძელების უფლება - ესენია ქუთაისი და მარტვილი.

„ენმ“-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დარღვევებზე საუბრობს. ის პარტიის სიის პირველი ნომერია. კითხვაზე, შევა თუ არა თბილისის საკრებულოში, მელია ამბობს, რომ იქნება იქ, სადაც ყველაზე დიდ დისკომფორტს შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს.

„სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა ხარისხის და სიმძიმის დარღვევები იყო. "მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ყველაზე მეტ სარგებელს მოვუტან საზოგადოებას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არგუმენტები არსებობს, როგორც მეორე ტურში მონაწილეობასთან, ასევე არმონაწილეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პარტია არ იმართება ერთი ან ორი ადამიანის მიერ, შესაბამისად, გადაწყვეტილება კოლექტიური მსჯელობის შედეგად იქნება მიღებული.   

დღის ამბები