19 აპრილი 2024,   23:46
ვრცლად
"პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის რა თქმა უნდა, პრობლემა" - ირაკლი კობახიძე

„საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან გარემოში,“ - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნებს.

ირაკლი კობახიძე ეხმაურება, დამკვირვებლების მხრიდან პერსონალური მონაცემების შეგროვების ბრალდებას. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამით კანონი არ დარღვეულა. 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით მათ დასკვნებს და მათ რეკომენდაციებს, საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან გარემოში. პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის რა თქმა უნდა, პრობლემა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ სამწუხაროდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმაში, რომ იყო პასიური. ობიექტური მიზეზები ქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი. თუმცა, ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ.

"აქტივისტები ახორციელებდნენ მხარდამჭერების მობილიზებას, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა არჩევნებში, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, რომ ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები და მკაცრად იყოს გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი, იმასთან დაკავშირებით, რომ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები. მათ შორის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღნუსხვა, როგორიც არის პირადი ნომრები და ა.შ.“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, საარჩევნო უბნების გარშემო მხოლოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტები არ დგანან. თუმცა მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამ პრაქტიკაზე მსჯელობა გაიმართოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები