21 ნოემბერი 2017,   01:12
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - რომამ ჩელსი გაანადგურა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე რომამ ლონდონის ჩელსი 3:0 გაანადგურა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სტადიო ოლიმპიკოზე მასპინძლებმა არისტოკრატები ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს.  ანგარიში რომამ პირველივე წუთზე გახსნა. თავი ელ შაარავიმ გამოიჩინა. "პატარა ფარაონმა" მეორე გოლი 35 წუთში გაიტანა. რაჯა ნაინგოლანის პასის შემდეგ რომაელთა ფორვარდმა მარკოს ალონსოს დაასწრო და დუბლი შეასრულა. 63-ე წუთზე დიეგო პეროტიმ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ძლიერად დაარტყა. კურტუამ მას შემდეგ, რაც ახლო კუთხე ვერ დაფარა, მისთვის არადამახასიათებელი ბურთი გაუშვა.

რომამ ანგარიში თამაშის ბოლომდე შინარჩუნა და 8 ქულით ჯგუფის სათავეში მოექცა. ლიდერს ერთი ქულით ლონდონელები, ხოლო ხუთით კი ატლეტიკო ჩამორჩება, რომელიც დიდი ალბათობით ჯგუფში ჩარჩება.

სხვა მატჩები კი ასეთი ანაგრიშებით დასრულდა.

ატლეტიკო 1:1 ყარაბახი.

ბაზელი 1:2 ცსკა

სელტიკი 1:2 ბაიერნი

მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 ბენფიკა

ოლიმპიაკოსი 0:0 ბარსელონა

პსჟ 5:0 ანდერლეხტი

სპორტინგი 1:1 იუვენტუსი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები