21 ნოემბერი 2017,   00:54
ვრცლად
ლეგენდა წავიდა - პირლომ კარიერა დაასრულა

იტალიელმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ, პროფესიონალურ დონეზე კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა. 38 წლის პირლოს ბოლო შეხვედრა ნიუ-იორკ სიტის შემადგენლობაში, კოლამბუსის წინააღმდეგ შედგა. იტალიელმა მოედანზე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დატოვა, რადგანაც გულშემატკივრებს მასთან დამშვიდობების საშუალება ჰქონოდათ. ნიუ-იორკ სიტი ორი მატჩის ჯამში 4:3 დამარცხდა და MLS-ს ფლეი ოფიდან გამოეთიშა

ანდრეა პირლომ კარიერა 1995 წელს ბრეშას შემადგენლობაში დაიწყო. შემდეგ იყო მილანის ინტერი, რეჯინა, მილანი, იუვენტუსი და ნიუ-იორკ სიტი. პირლოს იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2006 წელს იგი ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კარიერის განმავლობაში ანდრეას 872 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანაგრიშზე 18 ტიტული ირიცხება. საკლუბო დონეზე პირლომ 6-ჯერ შეძლო სერია A-ს მოგება, მილანთან ერთად კი 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.  

გთავაზობთ ფეხბურთელის გამორჩეულ ფრაზებს;

*ცხოვრებაში კარგი მსახიობი ხარ ან კარგი პიროვნება. შუალედური მდგომარეობა არ არსებობს”.

*როდესაც იტალიის ასაკობრივ ნაკრებში პირველად გამომიძახეს, ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ სკოლაში სამი დღე არ წავიდოდი. მაშინ, სხვა პრიორიტეტები მქონდა.

*ჩემთვის ზეწოლა არ არსებობს. 9 ივლისს დავიძინე, შუადღით ფლეისთეიშეინი ვითამაშე და საღამოს მსოფლიოს თასი მოვიგე.

*ფეხბურთს ტვინით თამაშობენ. ფეხები მხოლოდ ინსტრუმენტია.

*როდესაც სარკეში ვიყურები, ვხედავ აბსოლუტურად მახინჯ ადამიანს. თუმცა მისი თვალები ბედნიერი იმით, რასაც ცხოვრებაში მიაღწია.

*უძლეველობის განცდა – ეს არის ის, რაც აუცილებლად მიგიყვანს დამარცხებამდე.

*თუ ღმერთი არსებობს, არ შეიძლება იყოს ფრანგი.

*ანტონიო კასანო ამბობს, რომ მას ათასამდე ქალთან ეძინა, მაგრამ ბედნიერი იყო მაშინაც კი, როდესაც იტალიის ნაკრებში არ იძახედბნენ. მე არ მესმის როგორ შეიძლება იყო ბედნიერი ეროვნული ნაკრების გარეშე. იცავდე ეროვნული ნაკრების ღირსებას, ეს სექსზე დიდი სიამოვნებაა.

*მე არასდროს ვითამაშებდი სერია ბ-ში. თუ მილანს დასჯიდნენ, აუცილებლად წავიდოდი სხვაგან და თავს მოღალატედ არ ვიგრძნობდი. სხვის შეცდომებზე სხვებმა პასუხი არ უნდა აგონ.

*არცერთ გუნდს არ დაუშლია ჩემთვის იტალიის ნაკრებში თუნდაც ამხანაგურ მატჩში თამაში. იცოდნენ, რომ ჩემთვის ნაკრები პირველი იყო და ამ საქციელით დამკარგავდნენ.

*21 – მამაჩემის დაბადების დღე. როდესაც, ოჯახი შევქმენი. როდესაც, დებიუტი მქონდა სერია A-ში. ციფრი, რომელიც ჩემს ზურგს ამაგრებს.

*კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას ვაპირებდი. თუმცა ეს იქამდე, სანამ ანტონიო კონტეს შევხვდებოდი.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები